თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, 16 აპრილს, შეხვდნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.
სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს საბანკო სექტორში პროფესიული განვითარების გზები და ბანკში დღეს არსებული ვაკანსიები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.




